მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ და გამოუცხადე სოლიდარობა და მხარდაჭერა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს - პალიტრა L

ჯაყოს ხიზნები

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ და გამოუცხადე სოლიდარობა და მხარდაჭერა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს! - ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს გამომცემლობა პალიტრა L.

"აქციის ფარგლებში შემოთავაზებულია მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“.

აქცია შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენთვის მისაღებ და მისაწვდომ ფასად შეიძინოთ დიდი მწერლის უკვდავი ნაწარმოები და ამ გზით ქმედითი დახმარება გაუწიოთ და თქვენი მხარდაჭერა აჩვენოთ პატიმრობაში მყოფი სამშობლოს პატრიოტის ოჯახს.

თუ წიგნში 5 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, ოჯახს გადაერიცხება თანხის 10%, ხოლო 5 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა სრულად, 100 პროცენტით, მას გადაეცემა.

აქცია 24 იანვრიდან დაიწყო და ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი წიგნი.

ფასი 1ლარიდან. გადაიხადეთ ის ფასი, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ ამ წიგნისთვის", - წერს გამომცემლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები