მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაიწევს თუ არა ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღი - კონსორციუმის პასუხი

5cce84574695b
სალომე მეცხვარიშვილი
05.05.19 10:35
829
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი გადაცემაში „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ აცხადებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია პორტმა პირველი გემი 2020-2021 წლის დასაწყისში მიიღოს, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაანონსებული.

მისი თქმით, ეს დაკავშირებულია მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებების ტემპზე. მოლაპარაკება მიმდინარეობს მხარეებს შორის სადავო საკითხებზე, მაგალითად ხელშეკრულების 8 პუნქტზე, რომლის დაკმაყოფილებასაც ბანკები ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან იმისთვის, რომ მათ 400 მილიონი დოლარის დაფინანსება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გამოუყონ ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის.

„გააჩნია რა ტემპში ჩაივლის მოლაპარაკებები ჩვენსა და მთავრობას შორის და ფინანსური დახურვა.

ჩვენ თუ ფინანსურ დახურვას მაქსიმუმ სექტემბრის თვეში მოვახერხებთ, მინიმალური დაგვიანება გვექნება, 3-4 თვეზეა საუბარი“,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო. როგორც ცნობილია, მომდევნო შეხვედრა 13 მაისის კვირაში უნდა გაიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები