მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაიხედება თუ არა გამოცდებზე პირბადეებისა და კონდიცირების საკითხი?

5ee1fccddc7f9
ინგა მურუსიძე
11.06.20 13:42
813
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კონდიცირება-ვენტილაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც პირბადეებთან დაკავშირებით რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება.

გამყრელიძეს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება საზოგადოების კრიტიკაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამსწრე ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, ხოლო ვენტილაცია-გაგრილების სისტემები უნდა ჩაირთოს სესიის დაწყებამდე და შემდეგ გაიღოს ფანჯრები.

„ბევრი რეგულაცია პერიოდულად იცვლება. ის რეგულაცია, რაც დღეს არის გაცემული, რომ გამოცდების პერიოდში გათიშული უნდა იყოს ვენტილაცია-კონდიცირება, რაც დღეს უმრავლეს შენობებში არსებობს, ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს და უნდა იყოს გათიშული. ხოლო ის, რომ პირბადით უნდა იყოს ადამიანი, ესეც ეყრდნობა მკიცებულებებს და განსაკუთრებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო კვირის განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს. ამიტომ დღეს ეს ასეა, თუმცა სამარადჟამო არაფერია. ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარეობს დიდი კვლევები და ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შემდეგ ვნახავთ რას ვიტყვით. დღეს ეს რეკომენდაციები ძალაში რჩება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები