მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადახდის ახალი პირობა „ლისი ტრიოში“ - იქ სადაც კომფორტი ყველაფერშია

Lisi Trio
01.11.25 14:26
677

დეველოპერული კომპანია „ტრიო ჯგუფი“ მის პორტფელში არსებულ ერთ-ერთ მასშტაბურ საცხოვრებელ პროექტ „ლისი ტრიოში“, უძრავი ქონების შეძენის მსურველებს, ახალი გადახდის პირობებს სთავაზობს.

$35 მილიონიანი სამარკო პროექტის „ლისი ტრიოს“ მშენებლობა კომპანიამ 2023 წელს დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარედ, საიდანაც დედაქალაქზე პანორამული ხედები იშლება, საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში დაანონსებისთანავე გაჩნდა და ბინების 70% მშენებლობის პირველივე ეტაპზე გაიყიდა. დღეს კი კომპანია „ლისი ტრიოში“ ბინის შეძენის მსურველებს მათთვის ხელსაყრელ გადახდის განახლებულ პირობებს სთავაზობს. ამასთან, შეზღუდული დროით განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ საქართველოს ბანკის Solo-მომხმარებლისთვისაც. პროექტის მიმდინარეობაზე, კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებაზე „ტრიო ჯგუფის“ მარკეტინგული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა.

- ლისი ტრიო გადახდის ახალ პირობებზე გადადის - მოგვიყევით ამის შესახებ, რას მოიცავს და რას ცვლის ეს მოდელი სამომავლოდ მომხმარებლებისთვის?

- დიახ, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ გადავედით გადახდის ახალ, მაქსიმალურად კომფორტულ მოდელზე — 10/10/80.
ეს სისტემა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს უკვე მზად არის შეიძინოს ბინა, თუმცა არ სურს დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება პირველ ეტაპზე.

- როგორია ამ მოდელის პირობები კონკრეტულად?

- მოდელი საკმაოდ მარტივია:

  • ბინის ღირებულების10% იფარება პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებისას;
  • მომდევნო10% ნაწილდება მშენებლობის დასრულებამდე — ანუ 17 თვის განმავლობაში;
  • დარჩენილი80% კი შესაძლებელია გადაიხადოს მშენებლობის დასრულების შემდეგ.

Trio Group-ის გუნდში მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი ბინის შეძენის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, ზრდის ხელმისაწვდომობას და ქმნის მოქნილ პირობებს მათთვის, ვინც ხარისხზე და საიმედო ინვესტიციაზე აკეთებს არჩევანს.

- გარდა გადახდის ახალი მოდელისა, განსაკუთრებული პირობებია Solo მომხმარებლებისთვისაც — რით არის გამორჩეული ეს შეთავაზება?

- დიახ, ლისი ტრიოში განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ Solo მომხმარებე — სპეციალურად მათთვის შევქმენით ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც ბინის ღირებულებაზე 10%-მდე ფასდაკლებას მოიცავს.
შეთავაზება შეზღუდული დროით მოქმედებს და კიდევ უფრო ამარტივებს პრემიუმ ხარისხის ბინის შეძენას მათთვის, ვინც კომფორტსა და სტილს ერთ სივრცეში ეძებს.

- როგორია პროექტის მშენებლობის პროგრესი და Trio Group-ის სამომავლო გეგმები?

- „ლისი ტრიოს“ სამშენებლო პროცესი დაგეგმილი ვადების შესაბამისად აქტიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან მასშტაბურად გამოიყურება. ამ ეტაპისთვის A და B ბლოკებში, 13-ე სართულის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო C ბლოკში საოფისე და კომერციული ფართების მოწყობა დასრულდა. ასევე პარალელურად მიმდინარეობს ბინებს შორის გამყოფი ტიხრების სამუშაოები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მშენებლობისას გამოყენებულია, მსოფლიო წამყვანი ბრენდების სამშენებლო მასალები, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის პრემიალურობას.

მშენებლობის დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება, რის შემდეგაც მფლობელებს უკვე შეეძლებათ სარემონტო სამუშაოების დაწყება და თავიანთი ახალი, უნიკალური საცხოვრებელი სივრცის ფორმირება.

- როგორია „ტრიო ჯგუფის“ განვითარების სტრატეგია - აპირებს თუ არა კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას?

- Trio Group აქტიურად აგრძელებს განვითარებას და ამჟამად ერთდროულად ახორციელებს სამ სამშენებლო პროექტს:

  • ლისი ტრიო — ლისის ტბის მიმდებარედ,
  • Trio Infinity — ასევე ლისის ტბის უბანში, პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ქალაქის ხედითა და აუზით,
  • Trio დიღომი — დიღომში, 8 ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე, სადაც იგეგმება მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეები და დახვეწილი ინფრასტრუქტურა.

Trio Group კვლავ რჩება იმ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც ხარისხით, საიმედოობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა.

„ლისი ტრიო“ წარმოადგენს ლისის ტბიდან მხოლოდ 3 წუთის სავალზე მდებარე პირველ პრემიუმ ხარისხის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ამ ტერიტორიაზე.

პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ და საერთო დანიშნულების სივრცეებს — პადელის მოედანს, საცურაო აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპა ცენტრს, სასტუმრო ტიპის ლობის, საერთო სამუშაო ზონას, საბავშვო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

ამგვარად, "ლისი ტრიო" სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებს, აძლევს მობინადრეებს კომფორტს, მოქნილობას და მრავალფეროვან შესაძლებლობებს ერთ სივრცეში.

Trio Group-ის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ინფრასტრუქტურა, კომფორტი, მაღალი ხარისხი და ეკოლოგიური ბალანსი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის — საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ სტანდარტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები