მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადამხდელთა კავშირის მიმართვის საფუძველზე, შესყიდვების სააგენტომ რეკომენდაცია გამოსცა

5cb989725630b
BM.GE
19.04.19 12:36
690

გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ რეკომენდაცია გამოსცა მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის (MAF) მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჭიროა იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით და მოსთხოვოს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მწარმოებლის ავტორიზაცია გააზრებულად, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის შეუფერხებლად ექსპლუატაციის უზრუნველყოფისათვის საჭირო რეალიზაციის შემდგომი საჭიროებების თავისებურებების გათვალისწინებით.

გარკვეულ შემთხვევებში მწარმოებლის ავტორიზაციის მოთხოვნა არ არის რეკომენდირებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხორციელდება სტანდარტული, შედარებით დაბალფასიანი და მარტივად ჩანაცვლებადი ობიექტების შესყიდვა. მწარმოებლის მხრიდან ავტორიზაციის მოთხოვნა გამართლებულია ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს რეალიზაციის შემდგომი სპეციფიკური მომსახურებები.

რეკომენდაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები