2018 წლის 14 აგვისტოს "დავითი და კომპანიის" დამფუძნებელმა საქართველოს რკინიგზას გადაზიდვის მიღების უფლების თხოვნით პირველი წერილი მიწერა, რომლის საპასუხოდაც მან წინასწარი თანხმობა მიიღო თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია.
დავით დოლიძემ საქმიანი დილის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ სომხური კომპანიების "მილმა ლიმიტედმა" და "მაქს ოილმა" დაკვეთის შესრულებისთვის მას საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის გამოყენებით ნავთობპროდუქტის გადატანა სურდა და პარტნიორებთან კონტრაქტის გაფორმებამდე ოფიციალური წერილით 14 აგვისტოს საქართველოს რკინიგზას მიმართა.
"წერილში დავწერე, რომ მქონდა კონტრაქტები სომხურ კომპანიასთან და ვითხოვე ნებართვა. ამავე წერილში ვითხოვე ტარიფის დაზუსტება. ორივე ნაწილთან დაკავშირებით საპასუხო წერილში შესაბამისი პასუხი მითითებული იყო. რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა მომწერა, რომ უნდა წარმომედგინა სომხურ კომპანიებთან არსებული კონტრაქტი, ან მათგან შესაბამისი წერილი რომ დაკვეთა არსებობდა, რის შემდეგაც გადაზიდვის უფლებას უპრობლემოდ მივიღებდი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ტრანზიტის ფასი საჯარო იყო და შესაბამის რიცხვებს ვებ გვერდზე ვნახავდი. ასეც მოვიქეცი. "- - ამბობს დოლიძე.
დავით დოლძემ საპასუხო წერლი გურამ გურამიშვილისგან, სატვირთო გადაზიდვების დირექტორისგან 23 აგვისტოს მიიღო. როგორც დავით დოლიძე ყვება, წერილში მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი საქართველოს რკინიგზას მალევე გადაუგზავნა. თავის მხრივ მათი პასუხის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ვერსია გადააგზავნა სომეხ პარტნიორებთან, რასაც კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა, თუმცა კონტრაქტის პირობის შესრულებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ამის მიზეზი ის, არის რომ პირველადი თანხმობის შემდეგ "დავითი და კომპანიას" დამფუძნებელმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასთან დაკონტაქტება მხოლოდ ერთხელ შეძლო და მას შემდეგ მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.
"შესაბამისი საბითების გადაგზავნის შემდეგ საქათველოს რკინიგზაში კიდევ ერთხელ მივედი და გიორგი კაციტაძეს, რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილეს შევხვდი. მინდოდა ნებართვა დროულად მიმეღო და დაკვეთა შემესრულებინა. მან მითხრა რომ ვადა 10 დღიანი იყო და ჩემი თხოვნის მიუხედავად დაჩქარებაზე დასტური არ მომცა. თუმცა მას შემდეგ ბევრი 10 დღეა გასული და პასუხის მიღებასაც ვერარ ვახერხებ. რამდენჯერმე პირადად მივედი, დაცვამ აღარ შემიშვა. არც ოფიციალური პასუხი მაქვს იმ 5 წერილზე რომელიც მას შემდეგ საქართველოს რკინიგზის სახელზე გავაგზავნე."- ამბობს დავით დოლიძე.
"დავითი და კომპანიის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ სამართლებრივი საფუძველი გადაზიდვაზე უარის თქმის მისი კომპანიის მიმართ არ არსებობს, თუმცა დაახლოებით ორი თვის შემდეგ არც გადაზიდვის უფლებაზე უარყოფითი პასუხი მიღებული არ აქვს.