გადამზიდავი კომპანია “სოფმარის” ხელმძღვანელი ვახტანგ ალანია არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით დღეს ყაზახური მხარე იყოს დაინტერესებული. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.
მისი თქმით, დღესდღეობით ტვირთის გადაზიდვისთვის ალტერნატიული დერეფანი სწორედ ყაზახეთს სჭირდება. მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთ–უკარინის ომის პარალელურად რუსული და უკრაინული პორტები პრაქტიკულად გაჩერებულია. ნოვოროსისკის პორტი, რომელიც რუსეთის ერთ–ერთი უმსხვილესი პორტია შავ ზღვაში, ავარიის გამო შეჩერდა და ყაზახური ნავთობის რეექსპორტიც შეფერხებულია. ამ ავარის გამო ყოველდღიურად ყაზახეთი უდიდეს ზარალს იღებს.
“სოფმარის” ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მიუხედავად საარბიტრაჟო დავისა, ანაკლიის პორტით ინვესტორების დაინტერესება სავსებით რეალური შეიძლება იყოს.
“ყაზახეთს სასიცოცხლოდ სჭირდება ნავსადგურის მუშობა. ყოველდღე ათობით ზარი შემოგვდის ტვირთის მიღება/გადამუშავებაზე. სამწუხაროდ, ვეუბნეით უარს, რადგან არ გვაქვს საშუალება დამატებით ტვირთებს მოვემსახუროთ.
ბუნებრივია, რომ ბიზნესს აქვს ინტერესი, ჰქონდეთ ალტერნატიული გზა. საქართველო ყოველთვის იყო ალტერნატივა გადაზიდვებში – ერთ იყო ხოლმე ნოვოროსისკი – სანკტ–პეტერურგი და მეორე იყო შავი ზღვა”,– აცხადებს სოფმარის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ანაკლიის ყოფილ ინვესტორებთან არსებული საარბიტრაჟო დავისა, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით რამდენიმე ინვესტორის დაინტერესებაა.
ანაკლიის პორტის ინვესტორთან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. მალევე ქვეყნის წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

























