მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადასახადების კლება, მთავრობის ხარჯების შემცირება... არანაირი პოპულიზმი არ იქნება" - ზურა გირჩი ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე

„დროა“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „ახალი“ წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ - გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" განაცხადა, რომ ეს არ არის ხელოვნური ერთობა, რადგან პროგრამულ ნაწილთან "დროასთან" 100% თანხვედრა აქვთ.

რაც შეეხება "ახალს" აქ თანხვედრაა პრაქტიკულად 80%-ზე. დარჩენილ საკითხებზე კი, მოლაპარაკებების ეტაპია.

"არანაირი პოპულიზმი არ იქნება, ახლავე შეგიძლიათ ეს გამორიცხოთ. იქნება, კონსენსუსურ ვერსიებზე შეჯერება, მაგრამ ის, რომ ჩვენ დავიწყებთ აღვირახსნილ პოპულიზმს და ადამიანებს ვეტყვით იმას, რაც მათ მოეწონებათ, ეგეთი რამე არ იქნება.

ჩვენი და "დროას" პროგრამები შეჯერებული იყო და ისედაც, თითქმის 100% თანხვედრა გვქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, გაერთიანების დროს, გვქონდა შიში, რომ შეიძლება ყოფილიყო საკითხები, რაშიც პრინციპულად ვცდებით, მაგრამ ასეთი არაფერი აღმოჩნდა. "ახალის" პროგრამაც გავიარეთ და ახლაც გავდივართ. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ შეჯერებული ვერსია გვაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იქაც თანხვედრაა. არის რაღაც საკითხები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ ამას ახლა გავდივართ და ვჯერდებით. არის რაღაც მიმართულებები, სადაც უფრო სხვა და სწორი გადაწყვეტის გზები არსებობს, ვიდრე საარჩევნო პროგრამაშია ჩადებული. ახლა, ამ რაღაცების ვაჯერებთ.

მცირე მთავრობა იქნება ყველა შემთხვევაში, თავისი გადასახადების კლებით, მთავრობის ხარჯების შემცირებით. ეს ჩემი ჩამატებული არ არის, დამხვდა ისედაც. უბრალოდ, რიგ შემთხვევებში, პრობლემის გადაწყვეტის გზებია ისეთი, რომელთან მიმართებაშიც უფრო სწორი გზები არსებობს. ჩვენი ძირითადი ფოკუსი მაინც იქნება იმაზე, რაზეც თუნდაც ხელის მოწერის გზით, არსებობს ოპოზიციური პარტიების ფართო კონსენსუსი. რეფორმები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რომ შეასრულოს 9 პუნქტი და გავხსნათ მოლაპარაკებები", - განაცხადა ჯაფარიძემ "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები