„არ შეიძლება რეფერენდუმზე გამოიტანო გადასახადების საკითხები“, - განაცხადა საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ. მისი განცხადებით, გადასახადების დაწესების ან გაზრდის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის შეტანა არასწორი იყო, მაგრამ მისივე თქმით, ახლა აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება და ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” გაუქმება ინვესტორებისათვის არასწორი სიგნალის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს.
„მესმის ის მოთხოვნა, რაც დაყენებულია ”სოციალისტების” მიერ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტი სოციალური შემწეობა გვქონდეს, მეტი ჯანდაცვა გვქონდეს, მეტი შემოსავალი სჭირდება სახელმწიფოს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
"სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი

























