მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" "ბიზნესომბუდსმენის" შესახებ კანონში ცვლილებებს აფასებს

5ccc54c20f77f
BM.GE
03.05.19 18:39
657
"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" დადებითად აფასებს “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელითაც ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესისთვის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სასამართლოში პროცესების გაჭიანურება და ხშირად, მოსამართლეთა დაბალი კვალიფიკაცია წარმოადგენს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მონაწილეობა გაზრდის ხარისხსა და ობიექტურობას ბიზნესდავების პროცესში. აღნიშნული ინსტიტუტი ბევრ ქვეყანაში დაინერგა წარმატებით და არსებობს მოლოდინი, რომ ის ასევე წარმატებით ადაპტირდება ქართულ სასამართლო სისტემაშიც“,- ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები