"ეს იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ის ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად", - ასე ეხმაურება გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომელიც "ოქროს სიის" გაუქმებას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსებზე გართულებული წვდომის პირობებში, ეს ყველაფერი მხოლოდ ნეგატიურად აისახება კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე.
"გაუგებარია, ერთის მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, რა საჭირობას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის. მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

























