მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასცემს თუ არა მთავრობა Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიას Outrider Management-ს?

BM.GE
02.11.20 23:30
724
გადასცემს თუ არა მთავრობა Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიას Outrider Management-ს? ამერიკული კომპანიის მიერ პრემიერისადმი მიმართვიდან ორი კვირის თავზე bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა - რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას და რამდენადაა იმის ალბათობა, რომ Outrider Management-ს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, უფასოდ გადაეცეს ის ტერიტორია, რომელიც ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ ჩამოერთვა და ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაა. ფინანსთა მინისტრი კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ „ფრონტერასთან“ საქართველო პირნათელია და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მთავრობა „ინვესტორს ელოლიავებოდა“, მან ვალდებულებები არ შეასრულა. განცხადება ბიემჯისთან წერილობითი სახით დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გაააკეთა. ნათია თურნავაც, აცხადებს, რომ მთავრობა Outrider Management-სა Frontera-ს შორის მიმდინარე დავაში ვერ ჩაერევა და იმოქმედებენ იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება დავის საბოლოო შედეგი.
 
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები