მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადაწყვეტილება მიღებულია ათასობით მევენახის მხარდასაჭერად" - მეხუზლა რთველის სუბსიდირებაში ცვლილებებზე

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, რთველის სუბსიდირებაში შესული ცვლილებები მიღებულია მევენახეების მხარდასაჭერად. ლევან მეხუზლას შეფასებას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რთველი 2025-ის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებების შესახებ გაცხადდა, BM.GE დაინტერესდა:

  • ნიშნავდა თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ სახელმწიფო ღვინის სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივად გამოდიოდა? რა მიზნით მიიღო სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება? როგორია მოლოდინი - რა შედეგებს ელის სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით? - ამ კითხვებით ღვინის ეროვნულ სააგენტო მივმართეთ. ჩვენს კითხვებზე სახელმწიფო უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ლევან მეხუზლას განცხადება ცვლილებების მიზნობრიობაზე BM.GE-ის კითხვებს ნაწილობრივ პასუხობს.

სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს უალტერნატივო გზაა იმისთვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა გაგრძელდეს.

"მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის რთველის ფარგლებში ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე დიფერენცირებული ფასით, მიღებულია ათასობით მევენახის მხარდაჭერად. ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მევენახის მიერ მოყვანილი მოსავალი სრულად და შეუფერხებლად დაბინავდეს, ყურძენი იყოს ხარისხიანი და ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა და ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე მყარად დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს "მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად:

კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ:

სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად;

არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად,

ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.

„სუბსიდიის მოხსნა და ყურძნის მინიმალური ფასის ზრდა ალკოჰოლური კომპანიებისთვის მძიმე გადასატანი იქნება“ - ასკანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები