მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაუკეტავად უნდა მოვუშვათ ფულის ონკანები ბიზნესისთვის"

5bcf23ec68d56
BM.GE
23.10.18 18:30
3591
ყოფილი პრემიერი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს 22 საათზე, სამი ყველაზე რეიტინგული არხის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, თუმცა იქამდე, bm.ge -მ გადაწყვიტა თავისი პროფილიდან გამომდინარე, ყურადღება იმ კითხვებზე და პრობლემებზე გაემახვილებინა, რომელიც ბოლო დროს ქართულ ბიზნესს დაუგროვდა.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეროვნულ ბანკს და ლარის კურსს უკავშირდება.

“ეროვნული ბანკი უნდა გააჩეროს და შეწყდეს ის არაადეკვარტული ქმედებები, რომელიც ბიზნესის და ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება. პრობლემები ექმნება არამხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ კორპორატიულ კლიენტებს, აქამდე ისედაც პრობლემა იყო ფინანსური რესურსი და 1-ლი ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება. კითხვა მაქვს, თუ დაკრედიტებას გავართულებთ ეს ეკონომიკურ ზრდას არ შეაფერხებს? პირიქით, უნდა იყოს ყველაფერი: “გადაუკეტავად უნდა მოვუშვათ ფულის ონკანები ბიზნესისთვის ” და ჩვენ რას ვაკეთებთ? ბიზნესი ითხოვდა მაქსიმალურ ჩართულობას რეგულაციების შემუშავებისას და კერძო სექტორის ინტერების არ გაითვალისწინეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები