მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავიტანთ როგორმე" - კახა კალაძე მოსალოდნელ სანქციებზე

თბილისის მერი
25.05.24 15:37
214

"გადავიტანთ როგორმე“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პირველ ადგილზე ახლა ქვეყნის ინტერესი დგას და არა პირადი.

„არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი მომავალი. საქართველოს არასდროს იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.

რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? - კი ბატონო, გააკეთონ. ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე.

გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც მაგალითად, პანდემია იყო, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა და ყველაფერს გავუძლებთ. როდესაც ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ის პროცესები, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები