მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავსებული ნაგვის ურნები - ნარჩენების მართვის პოლიტიკა თბილისში

BM.GE
24.06.20 18:35
1838
ჭავჭავაძის გამზირზე სარებილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობაც სრულად აღდგა. გამზირზე რამდენიმე საპიროლოტე პროექტი განხორციელდა შეიცვალა როგორც სატრანსპორტო სქემა, ისე დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგვის ურნები, ორივე ინიციტივა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანიც. BMG-იმ  გადაწყვიტა გაერკვია, როდიდან ამუშავდება ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნები და რამდენად ინფორმირებულები არიან მაცხოვრებლები აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით. თბილისელებმა BMG-სთან დედაქალაქში ნარჩენების მართვის პოლიტიკაც შეაფასეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნების მონტაჟი უკვე დასრულდა, საერთო ჯამში 90 ნაგვის ურნა უკვე დამონტაჟდა. მას შემდეგ რაც ჭავჭავძის გამზირზე მიწის ქვეშა ნაგვის კონტეინერების საპილოტე პროექტის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა, ხშირად იყო კრიტიკა რომ აღნიშნული პროექტი ხარჯთეფექტურობა ბუნდოვანი იყო. მით უმეტეს იმ ფონზე რომ მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დედაქალაქის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე EBRD-თან ერთად ახლაც მუშაობს.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები