მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავსებული ნაგვის ურნები თბილისში - კალაძე ბიზნესს მიმართავს

“თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ” - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ სუპერმარკეტებს და თბილსერვის ჯგუფთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა, რომელიც მათ მიერ წარმოქმნილ ნარჩენს შესაბამის ნაგავსაყრელზე გადაიტანს. კალაძის თქმით, ამ მიმართულებით დარღვევები ხშირია, რის გამოც ქალაქი ზარალდება. მერი ამბობს, რომ ნაგვის ურნები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის არის განკუთვნილი სუპერმარკეტების მხრიდან წარმოქმნილი ნარჩენით ივსება, რაც კანონდარღვევაა. თბილისის მერი ბიზნესს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აანონსებს, რომ ამ მხრივ ჯარიმები გაიზრდება. კალაძის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ დღეს ყველა მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თბილსერვის ჯგუფთან და დიდი მოცულობის თანხებსაც იხდის მათ მომსახურებაში. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქალაქში სუპერმარკეტების მხრიდან წარმოქმნილ ნარჩენის მოცულობასა და გატანის სიხშირეს უკავშირდება. მისივე განმარტებით, რითეილ ასოციაციას არაერთი შეხვედრა ჰქონდა თბილსერვის ჯგუფთან ნარჩენების გატანის სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე პრობლემა ვერ მოგვარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები