"გადავწყვიტე, კარიერა Reformatics Capital-ში გავაგრძელო, მთავარი სტრატეგისტის პოზიციაზე", - ამის შესახებ დამოუკიდებელი კონსულტანტი კახა სამყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კახა სამყურაშვილი განმარტავს, ორგანიზაციის ამოცანაა საერთაშორისო ინვესტორებსა და ცენტრალურ აზიას შორის იპოვოს შეხების წერტილები, რომლებიც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებად რეალიზდება.
"გასული შვიდი თვე ე.წ. Garden Leave-ში გავატარე, რომელიც აღმოჩნდა პასუხების, კითხვების და უწყვეტი ძიების მრავალფეროვანი ეტაპი. მსურს, მადლიერება გამოვხატო ადამიანების მიმართ, ვინც ეს გამორჩეულად იშვიათი შესაძლებლობა მომცა და მეორე მხრივ, მათ მიმართ, ვინც ჩემ გადაწყვეტილებებს უპირობოდ უჭერდა მხარს.
Reformatics Capital ბუტიკური საინვესტიციო ფირმაა, რომელსაც უმაგრებს ზურგს რეფორმატიკსის გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა. ორგანიზაციის ამოცანაა საერთაშორისო ინვესტორებსა და ცენტრალურ აზიას შორის იპოვოს შეხების წერტილები, რომლებიც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებად რეალიზდება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























