მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავწყვიტეთ ნაგეტსების წარმოება და იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება - „ჩირინა“

რეზო ვაშაკიძე
სტატიაში საუბარია:

გადავწყვიტეთ ნაგეტსების წარმოება და იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩირინა“ გეგმავს, რომ პროდუქტი ქათმის მკერდისგან აწარმოოს და ერთ-ორი თვის ვადაში ქსელურ მარკეტებში შეიტანოს.

„ქათმის ნაგეტსი შედარებით ახალი პროდუქტია საქართველოში. ძირითადად ხდება ამ პროდუქტის იმპორტირება ირანიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს ნახევარფაბრიკატი ვაწარმოოთ და გვინდა, დიდი წილი იმპორტირებული პროდუქტი ჩავანაცვლოთ. ეს პროდუქტი მაღაზიებში უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დიდ ქსელებშიც შევალთ.

ჩვენი მიზანია ნაგეტსების წარმოების ინდუსტრიალიზაცია. ფაქტობრივად, 1 წელია 6 პროდუქტს ვაწარმოებთ მცირე რაოდენობით და მათი ინდუსტრიალიზაციაც გვინდა. ხორცპროდუქტების წარმოებაში გავხდებით ლიდერი. ვაპირებთ, დავდგათ მზის ენერგიები და ა.შ. ყველა პროექტი განხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები