მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახდისუუნარობის კანონპროექტის თანაავტორი - ვადები და პროცედურები გამარტივდება

5e3d643c05ea6
თათია ჩაფიჩაძე
07.02.20 21:00
1269
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ პროცესი ყოფილიყო სწრაფი, ეფექტური და ნაკლებდანახრჯიანი და ამ კანონპროექტში სამივე ეს კომპონენტი გათვალისწინებულია“ - ასე აფასებს "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონპროექტის თანაავტორი ნანა ამისულაშვილი გადახდისუუნარობის მასშტაბურ რეფორმას, რომელზე მუშაობაც იუსტიციის სამინისტრომ გუშინ დაასრულა.

ამისულაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვადები და პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„სტრუქტურულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, პროცესების კონსტრუქცია მთლიანად იცვლება. ამოღებულია სამეურვეო ეტაპი, რომელიც პროცესებს აჭიანურდებდა ხოლმე სხვადასხვა მხარეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო. იწყება პირდაპირ გაკოტრებით, რომელიც დროში დიდ ნახტომს აკეთებს.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ პროცესი ყოფილიყო სწრაფი, ეფექტური და ნაკლებდანახრჯიანი და ამ კანონპროექტში ეს ნამუშევარია. კონკრეტული ვადებია გაწერილი რეაბილიტაციის გეგმის გაწერისთვის, ეს ამოტივირებს მხარეებს, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ. ყველა ეს კომპონენტი, რასაც გავაძლიერებთ, ეფექტიანობაზე იქონიებს გავლენას და ეს არის ამოღების პროცენტი, ის თუ რა თანხას ამოვიღებთ კრედიტორებისთვის.

რეაბილიტაციას 1 წელი აქვს ვადა, ისიც დამატებითი გაგრძელებებით. თუ გაკოტრება იწყება, ეს პროცესი დამოკიდებულია მმართველზე, რაც უფრო სწრაფად გაყიდის მით უფრო სწრაფად დასრულდება. ამ ნაწილში მხოლოდ აუქციონებზე აღარ ვართ დამოკიდებული, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი მიყიდვის, ფინანსთა სამინისტროს პლატფორმით გავყიდოთ და ეს მოქნილობა გვაძლევს იმედს, რომ ვადა შემცირდება. ბევრი ტესტი იდება, პირველი ის რომ თავიდანვე მოსამართლეს იმდენი დოკუმენტაცია წარედგინება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრებისკენ წავიდეს თუ რეაბილიტაციაზე და ამაში დრო აღარ დაიხარჯოს, ბიზნესსაც აქვს ვალდებულება მომზადებული მივიდეს და შემდეგ სწრაფად გადავდივართ შემდეგ ეტაპებამდე“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ამისულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები