გადახდისუუნარობის ტიპის საქმეები შესაძლოა სპეციალური კომპეტენციის პალატებმა განიხილოს. ამის შესახებ "საქმის კურსთან" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა.
"სასამართლო რეფორმის კიდევ ერთი ტალღის ფარგლებში, შესაძლოა სხვადახვა წინადადები იყოს წარდგენილი გადახდიისუუნარობის საქმეების დროში გაჭიანურების პრობლემის მოსაგვარებლებად.
მათ შორის, შეიძლება გამოიყოს ცალკე მცირე დავები, რათა სასამართლო განიტვირთოს. შეიძლება შეიქმნას კომერციული პალატები, რომელიც იქნება ასეთი ტიპის დავებზე კონცენტრირებული და იქ კომპეტენცია ასეთი დავების შესაბამისი იქნება.
იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხებზე, ჩვენც ვართ ასევე ჩართული და მალე აღნიშნული რეფორმების პაკეტის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი", - აცხადებს ირმა ქავთარაძე.

























