მე-3 ქვეყანაში ან ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. შესაბამისი დადგენილებით, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის სანებართვო დოკუმენტი ასოციაციების დონეზე გაიცემა, გასაცემი დოკუმენტაციის კვოტებიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოებისთვის გამოიყოფა, გაცემის წესს კი მხოლოდ სააგენტო განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა,რომ განსაზღვრული წესით ნებართვები მხოლოდ ასოციაციების დონეზე გაიცემა, მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ სააგენტოს დირექტორი მიიღებს. ცვლილებები 20 მაისს სრულად შევიდა ძალაში. 2025 წლის 1 მარტიდან კი ამოქმედდება მუხლი, რომლის მიხედვითაც გადამზიდველი ვერ იქნება პირი, რომელსაც არ გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.