მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადის თუ არა ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქცია, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში? - საელჩოს განმარტება

638a36e22a68e
ალა ისპირიანი
02.12.22 22:00
1289
მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. ამ მიზეზით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით საქართველო ახორციელებს და ელჩისაგან დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. უწყების ცნობით ჩეხეთის ელჩმა თქვა, რომ სამწუხაროდ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია მოხდა და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. 

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრას, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო გამოეხმაურა.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე ორივე მხარემ ინფორმაციის შემდგომი გაცვლა განიხილა. მათ ასევე ვარაუდი გამოთქვეს, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილის, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქრა და ეს თემა შემდგომ განხილვას არ საჭიროებს.

"ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს. ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა და ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქრა და ეს თემა არ საჭოროებს შემდგომ განხილვას," - წერია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები