ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მისი სახლის გაძარცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხი არ გასცა.
“გაქურდვის საკითხზე კითხვას პასუხს ვერ გავცემ, რადგან ეს ჩემ პირად ცხოვრებას ეხება. ვინარჩუნებ ჩემს მოქალაქეობრივ უფლებას პირად საკითხთან დაკავშირებით არ გიპასუხოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

























