ბოლო 1 თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 10%-იან გაუფასურებას აჩვენებს. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მცირედით კიდევ გაუფასურდა და თითქმის 2,87 ლარს მიაღწია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს ჯამურად 168.7 მლნ დოლარი მიაწოდა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, 23 მაისს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მარეგულირებელმა განაკვეთი დამატებით 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა.
სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად