ასოციაციამ დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.
და რა იცვლება ბაზარზე და აღმოჩნდება თუა არა ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში , როგორც ამას ბიზნესასოცაცია ამბობს?