მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა რძე და რძის ნაწარმი?

BM.GE
10.11.22 11:53
272
ნედლი რძის დეფიციტის გამო ზოგიერთი ბიზნესი ზამთრის სეზონზე რძის და მისი ნაწარმის გაძვირებას ელოდება, ხოლო ზოგი მათგანი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაძვირებული ფასის სტაბილურად შენარჩუნებას ვარაუდობს. ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ნედლი რძის დეფიციტის მიზეზი სეზონურობიდან გამომდინარე მსხვილფეხა საქონლის წველადობის შემცირებაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში გასულ წელს 590 მლნ ლიტრი რძე იწარმოვა. რძის წარმოების მიხედვით, ყველაზე აქტიური რეგიონი ქვემო ქართლი 127 მლნ ლიტრი რძით, იმერეთი 114 მლნ ლიტრით და სამეგრელო-ზემო სვანეთი 86 მლნ ლიტრი რძით იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები