მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაძვირებული” ქართველი ფეხბურთელები - Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა

ცნობილმა სატრანსფერო და სამენეჯერო პორტალმა Transfermarkt-მა, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. ცვლილებები, რა საკვირველია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც შეეხოთ. ყველაზე დიდი 6-მილიონიანი პროგრესი ფრანგულ “მეცში” მოასპარეზე გიორგი მიქაუტაძემ განიცადა, რომლის ღირებულებაც მარტის თვეში 9 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა მისი ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს. მიქაუტაძის შემდეგ ყველაზე დიდი ერთმილიონიანი პროგრესი შეეხო საბა ლობჟანიძეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები