საწვავი ისევ ძვირდება - რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, ქართული ბაზარი ევროპელ მომწოდებლებზე გადართვის პროცესშია. ნავთობკომპანიებში ირწმუნებიან, რომ რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, საქართველოში ბენზინისა და დიზელის დეფიციტს არ გამოიწვევს. დეფიციტი არ გამოუწვევია, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საწვავზე ფასები საგრძნობლად გაზარდა.