მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებული კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება - Reuters

სს

Reuters-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებული კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება.

საქმე ის არის, რომ ისრაელმა ოთხშაბათს სირიის დედაქალაქ დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია.

ასევე ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი „მოღალატეობრივ აგრესიაში“ დაადანაშაულა.

შეერთებულ შტატებში კი აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება. თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე ისრაელს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა უკვე დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები