გაეროს ბავშვთა სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები საოჯახო საქმეებზე, 40%-ით მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ბიჭები.
მსოფლიოში ყოველი სამი არასრულწლოვანი გოგოდან 2 ასუფთავებს სახლს და ამზადებს საკვებს, 50%-ს კი სახლში წყალი მიაქვს.
Unisef-ის მონაცემებით გოგონებზე მოდის „უხილავი საქმის“ უმეტესობაც, - ისეთის როგორიც არის ოჯახის უმცროს წევრებზე ზრუნვა.
ასევე განსხვავებაა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაც, - მაგალითად ხუთიდან ცხრა წლამდე გოგოენები 30%-ით მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო საქმეებზე, 14 წლის ასაკში კი 50%-ით მეტს.
ყველაზე მეტ დროს საოჯახო საქმეებზე სომალში მცხოვრები გოგოენები ხარჯავენ და ის 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კვირაში 26 საათს შეადგენს.

























