მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ფორუმი საქართველოში - საჯარო სერვისების მდგომარეობა

თბილისმა საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს უმასპინძლა. გადაწყვეტილებების მიმღებებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთად იმსჯელეს მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების მნიშვნელობაზე.

ფორუმი თემატური სესიების ფორმატში სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. განიხილეს ისეთი საკითხების, როგორებიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურა.

სტუმარი: ლევან ავალიშვილი - IDFI, პროგრამების ხელმძღვანელი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები