გაეროს გამოშვებული საფოსტო მარკა რუსთაველის გამოსახულებით 13 დოლარად იყიდება
BM.GE
28.05.18 15:05
• 1458
გაერო-ს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი საფოსტო მარკის შეძენა უკვე შესაძლებელია. საფოსტო მარკის ღირებულება 13.02 დოლარია. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა. გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერომ საქართველოს თემატიკაზე მარკა გამოსცა. საფოსტო მარკაზე დატანილია, ქართული ანბანი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ამსახველი რუკა.