მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გენასამბლეამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დამგმობი რეზოლუცია მიიღო - ვინ დაუჭირა და ვინ არა მხარი?

621fab9f03101
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 21:36
4871
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს შეიარაღებულ ძალებს დაუყოვნებლივ დაატოვებინოს უკრაინის ტერიტორია.

რეზოლუციას 193-დან 141-მა წევრმა დაუჭირა. ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, სირიამ და თავად რუსეთმა არ დაუჭირეს მხარი, ხოლო ალჟირმა, ანგოლამ, სომხეთმა, ბანგლადეშმა, ბოლივიამ, ბურუნდიმ, ცენტრ. აფრიკის რესპუბლიკამ, ჩინეთმა, კონგომ, კუბამ, ელ-სალვადორმა, ინდოეთმა, ერაყმა, ირანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მადაგასკარმა, მალიმ, მონღოლეთმა, მოზამბიკმა, ნამიბიამ, ნიკარაგუამ, პაკისტანმა, სენეგალმა, სამხრეთ აფრიკამ, სამხრეთ სუდანმა, სუდანმა, შრი-ლანკამ, ტაჯიკეთმა, უგანდამ, ტანზანიამ, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ და ლაოსმა თავი შეიკავეს.

საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის შემდეგ ეს გენერალური ასამბლეის პირველი საგანგებო სხდომა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები