მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელს ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდა

გაერო რეზოლუცია
BM. GE
03.12.25 20:10
416

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. იგი მოუწოდებს ისრაელს, რომ დატოვოს ყველა ტერიტორია, რომელიც მან 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდგომ დაიკავა. კერძოდ, საუბარია ღაზას სექტორზე, დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის სიმაღლეებზე. აღნიშნული რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ისრაელის მიერ ამ ტერიტორიების დაკავება არის უკანონო და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რაც ხელს უშლის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

გარდა ამისა, რეზოლუციამ კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირა მხარი გაეროს თავდაპირველ ორი სახელმწიფოს გადაჭრის გზას, რომელიც 1967 წლის ომამდე არსებულ საზღვრებს ითვალისწინებს.

გამართულმა კენჭისყრამ ცხადყო, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა მოითხოვს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების დატოვებას. რეზოლუციის წინააღმდეგ ტრადიციულად თავად ისრაელი და აშშ გამოვიდნენ. ისინი გაეროს გენერალ ასამბლეას ბრალს სდებენ ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში.

ყოველწლიური რეზოლუციები ადასტურებენ, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დაუშვებელია ტერიტორიის ძალისმიერი გზებით მოპოვება. იგი ასევე მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებასა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები