მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა ტოკიოში ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა ტოკიოში ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
04.04.24 15:43
318

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ნინო კვანტრიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი რატი ზაუტაშვილი ტოკიოში იმყოფებოდნენ, სადაც გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად 2023 წლის თებერვალში აირჩიეს, გამგეობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ესწრებოდა, განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების 2023 წლის მიღწევები, ადგილობრივი ქსელების განვითარების საკითხები და კერძო სექტორის მიერ ათი პრინციპის დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის დაჩქარების აუცილებლობა.

სხდომის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, გამგეობის წევრებთან ერთად, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიური ფორუმის გახსნით პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის დროს განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების მხრიდან ამბიციის, ადვოკატირებისა და თანამშრომლობის გზით, ხელშემწყობი გარემოს შექმნა კერძო სექტორის მიერ პროგრესის გასაზრდელად.

UNGCNG-ის გუნდმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ფორუმის თემატურ სესიებსა და სამუშაო ჯგუფებში. გარდა ამისა, გამართეს ორმხრივი შეხვედრებიც, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები განიხილეს.

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის დაფინანსებით, პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები