მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გამართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გამართა
01.07.24 11:42
1813

27 ივნისს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა და შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერმა, თინა გენებაშვილმა გახსნეს.

გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ

2024 წლის პირველ ექვს თვეში გაწეული სამუშაოს ანგარიში გააცნო. ტრადიციულად, ასამბლეაზე წარადგინეს ქსელის ახალი წევრები, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, EY საქართველოს სახელმწიფო და საჯარო სექტორის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით, EY საქართველოს მიერ განხორციელებული „მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის“ კვლევის პრეზენტაცია წარადგინა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალურ ასამბლეას, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, წევრი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები