მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერთიანებული საემიროები მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში მოგზაურობამდე საბუთები გადაამოწმონ

5b3b894434611
ლევან თაღიაშვილი
03.07.18 20:00
1173
არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არცერთი ოფიციალური შემთხვევა არაა რეგისტრირებული, როდესაც არაბეთის მოქალაქე საქართველოს აეროპორტიდან სამშობლოში დააბრუნეს. უწყება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე მოქალაქე იძულებული გახდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულიყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე გადაამოწმონ საკუთარი საბუთები, რომელი საქართველოში შემოსასვლელად სჭირდებათ. მათი თქმით, აუცილებელია ადამიანებმა, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან წაიკითხონ და გაეცნონ სხვადასხვა სახის ბროშურებსა და სახელმძღვანელოებს იმისათვის, რომ მათი პირადი უსაფრთხოება ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყოს დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები