ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი, "გაერთაინებულ წყალმომარაგების კომპანიაში" ცვლილებებს აანონსებს. მისი თქმით, ცვლილებები მოსალოდნელია როგორც საკადრო, ისე კომპანიის ოპერირების კუთხით.
"დღეს ეს კომპანია არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიის მოთხოვნებს და ბევრი რამ გვექნება ამ მიმართულებით გასაკეთებელი", - განაცხადა ცქიტიშილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თქმით, პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება, რომ წყალმომარაგების კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს და შემდეგ მოხდეს ფიქრი მის შესაძლო პრივატიზაციაზე, ან კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით.

























