მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით აუდიტმა კომპანიის არაგეგმიური შემოწმება დაიწყო

5bd2c1fde4b1e
BM.GE
26.10.18 11:27
705
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2018 წლის აგვისტოს მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლო ორი წლის შესაბამისობის აუდიტი დაიწყო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია. კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს ურბანული ტიპის დასახლებებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები