მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეცანით დათო გორგილაძის რჩევებს საქართველოს ბანკის კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

საქართველოს ბანკი
29.07.24 14:14
351
სტატიაში საუბარია:

ზაფხულის დადგომასთან ერთად ცხოვრების ტემპი თითქოს ნელდება. ადამიანების ერთი ნაწილი ახალი ემოციების აღმოსაჩენად თავს ბუნებას - მწვანე მთებსა თუ ქვიშიან სანაპიროებს აფარებს მეორენი კი ნახევრად დაცარიელებულ ქალაქებსა თუ სოფლებში რჩებიან. თუმცა, ორივე მათგანს ერთი საერთო რამ აერთიანებს - ახალი თავგადასავლების ძიებაში ისინი ხშირად თავს ლიტერატურას აფარებენ. სხვადასხვა გარემოში ერთი მიზნით გაერთიანებულნი კი აგროვებენ იდეებს, ახალ პერსპექტივებს, ისტორიებს...

სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა საქართველოს ბანკმა, მკითხველთათვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა - საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, კითხვის მოყვარულებს მისცა შესაძლებლობა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. მათგან ერთ-ერთი დათო გორგილაძეა.

„მხატვრული ლიტერატურის აღმოჩენით ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა იმიტომ, რომ მივხვდი, არსებობს ამ რეალურ სამყაროზე ბევრად უფრო საინტერესო, გამოგონილი სამყარო, რომელიც ხანდახან უფრო ნამდვილია, ვიდრე ის გარემო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ“, - ამბობს დათო გორგილაძე.

საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში მან ორი წიგნი შეარჩია - კორმაკ მაკართის „გზა“ და ნილ გეიმანის „კორალაინი”.

კორმაკ მაკართის „გზაზე“ საუბრისას განმარტავს, რომ ეს „არ არის იოლად წასაკითხი წიგნი. არც მაინცდამაინც სასიამოვნო მოგონებებს და განცდებს გიტოვებს, მაგრამ, მე მგონი ამ წიგნის წაკითხვა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მზად ხვალინდელი დღისთვის და გავიგოთ რას ნიშნავს აბსოლუტურ, სრულ უიმედობაში იმის განცდა, რომ შენ გვერდით არის ვიღაც, ვისაც უყვარხარ უანგაროდ და უყვარხარ სიგიჟემდე“.

განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში უკვე ხელმისაწვდომია. ასევე, მათი შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ს ვებგვერდსა და და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე).

კითხვის მნიშვნელობაზე კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია. მთავარი მონდომებაა.

„დავიწყოთ ხუთი წუთით, მერე გადავალთ ათ წუთზე და მერე ისე შევტოპავთ, რომ უკან დასახევი გზა, უკან გამოსასვლელი გზა, უბრალოდ, დაგვეკარგება და აღმოვაჩენთ, რომ მხატვრული ლიტერატურა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩვენს ცხოვრებაში“, - ამბობს დათო გორგილაძე.

სწორედ ამ ჩვევის გამომუშავების ხელშეწყობაა საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის იდეაც, რომელიც მკითხველისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის პარალელურად, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი თაობისთვის მრავალფეროვან ბიბლიოთეკასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ინტერესიანი ახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები