მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაფართოებას გავაგრძელებთ“ - „ბეკოს“ 2023 წლის გეგმები

63be5a04ecd25
თათია კაკიაშვილი
14.01.23 17:01
783

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორის თქმით, ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის შემთხვევაში კომპანია საქარველოში განვითარებას გააგრძელებს. კომპანიის გეგმების შესახებ მეჰმეთ მელექმა BM.GE-სთან ისაუბრა. 

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, 2023 წელს საქართველოს მასშტაბით არსებული ფილიალების გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება, ამასთან ერთად მომსახურების ცენტრების რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

“2023 წლისთვის საკმაოდ კარგი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თუ ომი ან რამე ცუდი არ მოხდა, ვფიქრობ, ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობა იქნება საქართველოში. არ მგონია, რომ ლარი გაუფასურდეს, პირიქით - ვფიქრობ, რომ გამყარდება, რადგან ქვეყანაში ბევრი უცხოური ინვესტიცია შემოდის. მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში უფრო გამყარდება ალბათ.

რაც შეეხება “ბეკოს” სამომავლო გეგმებს, 2023 წელს არ გავჩერდებით, კიდევ გავფართოვდებით, არსებულ პატარა მაღაზიებს გავაფართოვებთ და გვინდა, რომ რეგიონის მასშტაბით “ბეკოს” მომსახურების ცენტრების რაოდენობა გავზარდოთ. ვაპირებთ, ჩვენს ქსელში პროდუქციის არჩევანი გავამრავალფეროვნოთ, ახალი ბრენდები დავამატოთ. ჩვენ 2022 წელს ახალი ტექსტილის ბრენდი შემოვიერთეთ. მინდა, ეს ბრენდი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში შევიდეს”, - აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები