მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაფიცული მემანქანეები: მეტროს თანამშრომლების ხელფასი 1 200 ლარს არ აღემატება

5b14e6bdaf8f1
მეგი კავთუაშვილი
04.06.18 11:12
873
მას შემდეგ რაც მერიამ მეტროს მემანქანეების ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, მეტროს გაფიცულმა თანამშრომლებმა აქციაზე საბანკო ამონაწერები მიიტანეს. მათი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე, საზოგადოების შეცდომაზე შეყვანას ცდილობს. მათი შრომის ანაზრაურება კი 1 200 ლარს არ აღემატება.

„მერიის განცხადების მიზანია დაგვიპირისპირონ საზოგადოებას. ჩვენი ხელფასი 1 172 ლარია, 1 120 ლარია, 1 183 ლარია, 1 103 ლარია. საზოგადოება როცა ისმენს სიცრუეს, რომ 1 800 და 2 000 ლარი გვაქვს ხელფასი, ღვივდება შუღლი ჩვენს მიმართ. გონს მოეგონ, ნუ ცდილობენ საზოგადოება დაგვიპირისპირონ. 45%-ით რომ გაგვიზარდონ ხელფასი 1 500 ლარს არ გასცდება. კონკრეტული დაპირება მოგვცენ, დაწერილი, ხელმოწერილი, რომ ისევ არ მოგვატყუონ, როგორც 6 წლის განმავლობაში გვატყუებდნენ და თანახმა ვიქნებით.“ - აცხადებს აქციის მონაწილე, მემანქანე დავით გაგუა მემანქანე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები