მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფიცვა დასრულებულია: აშშ-ის პორტების პარალიზების ეფექტი საქართველოზე

ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვა დასრულებულია - შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში 50 ათასამდე მტვირთავ მუშაკთან შეთანხმება შედგა. ხელფასების შესახებ შეთანხმებამ შეაჩერა პროცესი, რასაც ამერიკისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიყენება შეეძლო. საუბარია იმაზე, რომ გაფიცვის შედეგად 36 პორტში იმპორტ-ექსპორტის ნაკადები 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. დღიურად დაკარგული შემოსავალი კი 5 მლრდ დოლარს აღწევდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პროფკავშირები ხელფასების 77%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, გარიგების მიხედვით კი 68%-იან ზრდას მიაღწიეს. მიუხედავად ხელფასებთან დაკავშირებული შეთანხმებისა, კვლავ მოლაპარაკების საგანია ავტომატიზაციის სისტემები და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მედია წერს, რომ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი 2025 წლის 15 იანვრამდე უნდა ჩამოყალიბდეს, რაც მხარეებს სხვა მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკების მიღწევის საშუალებას მისცემს.

შეჩერებული სამუშაო პროცესების გამო, შეფერხებული იყო ამერიკიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტი. დიდი რაოდენობით დაგროვილი ტვირთი კი ზრდიდა მათი ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს.

დაკორექტირდება თუ არა გაფიცვის დროს შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულება და რა ეფექტი ექნება პროცესებს ქართულ კომპანიებსა და მომხმარებლებზე?

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები