მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფრინდაშვილი VS #Netflix-ის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება მოსმენის გარეშე გადაწყვიტა

BM.GE
25.01.22 13:14
465
ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, აშშ-ის დროით 14:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 25 იანვრის ღამის 02:00 საათზე გაიმართა. იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი, რუსუდან მაისურაძე აღნიშნავს, რომ საქმე კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ - ვირჯინია ფილიპსმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ეხება, რომელსაც ნეტფლიქსმა მოგვიანებით “უწყინარი” ცვლილება უწოდა.

ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. ხოლო თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. იურიდიულ ფირმა BLB-ში აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

სტუმარი: რუსუდან მაისურაძე - იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი;
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები