მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრა, ბიჭვინთა და სოხუმი - სად ისვენებენ აფხაზეთში ჩასული ტურისტები?

გაგრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მეტად გაგრაში ისვენებენ. ტურისტულ ქალაქებს შორის მოთხოვნის 42% მასზე მოდის. როგორც ე.წ. ტურიზმის ასოციაციის მონაცემებშია აღნიშნული, გაგრის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი, 15%-იანი წილით, ბიჭვინთაა.

რეიტინგში 11%-იანი წილით, სოხუმი მესამე ადგილზეა. მას გუდაუთის რაიონი (7%) და ახალი ათონი (4.5%) მოსდევს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასული ტურისტების დიდი ნაწილი, 48% 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს. 4-ვარსკვლავიან სასტუმროს 16% ირჩევს, 1-ვარსკვლავიანს 10%, 5-ვარსკვლავიანს 2%, ხოლო კვალიფიკაციის არ მქონე სასტუმროს 20% ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები