მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიადვილე უძრავ ქონებაში ინვესტირება - რას გთავაზობთ ქრაუდფანდინგ პლატფორმა Propertify?

ყიფიანი
01.03.24 13:56
518

Propertify საქართველოში პირველი უძრავი ქონების ქრაუდფანდინგ პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, უძრავ ქონებაში ინვესტიცია $5,000-იდან დაიწყოთ.

ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ახალ დეველოპერულ პროექტებშია შესაძლებელი. კერძოდ, ბინებს მშენებლობის დასაწყისში ყიდულობთ, მის რეალიზებას კი პროექტის დასრულების შემდეგ, გაზრდილი ფასით ახორციელებთ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც 5 000-იდან 50 000$-მდე დანაზოგი აქვს და უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე ფიქრობს.

"Propertify-იმ უკვე შეგირჩიათ საუკეთესო დეველოპერული პროექტები. ჩვენ, პარტნიორ დეველოპერთან ერთად, შევთანხმდით საინვესტიციო უძრავი ქონებასა და პირობებზე. ქრაუდფანდინგის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს, საშუალება აქვთ განათავსონ ნებისმიერი ინვესტიცია, დაწყებული $5,000-იდან.

მცირე თანხის ინვესტირებით, თქვენ წვდომა გეძლევათ ისეთ უძრავ ქონებაზე, რომელიც აქამდე თქვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მეორეს მხრივ, სხვადასხვა პროექტებში კაპიტალის განთავსებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვს რისკების დივერისიფიცირება მოახდინოთ.

თავად ქრაუდფანდინგის პროცესი ბინის შეძენისა და გაყიდვის იდენტურია. ინვესტორი აფორმებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას დეველოპერთან და მის ანგარიშზე რიცხავს თანხას. მშენებლობის დასრულების შემდეგ თავად დეველოპერული კომპანია გადაყიდის თქვენ მიერ შეძენილ ქონებას და ინვესტირებულ თანხასთან ერთად დაგიბრუნებთ მოგებას", - განაცხადა BMG-სთან საუბრისას Propertify-ის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა.

Propertify-ს ინფორმაციით, მოგების მიღება შესაძლებელია ინვესტირებიდან 18-24 თვეში, ხოლო უკუგების მოცემულობა 30%-40%-მდე მერყეობს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები