home
category
tv live menu
EN
Loading data...

გაიაფდება თუ არა უძრავი ქონება?

თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის კლების ტენდენცია ნარჩუნდება "ქოლიერს ჯორჯიას" მონაცემებითაც. თბილისში ტრანზაქციების რაოდენობამ 2,537 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27% - იანი კლება დაფიქსირდა. ბათუმში კი ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით, 1,133 ერთეულამდე შემცირდა. შემცირებულია ბაზრის ზომაც, - თბილისში 22%-ით, 141 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო ბათუმში - 15%-ით, 50 მილიონამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ბათუმში საშუალო შეწონილი ფასი 10% და 19%-იან ზრდას აჩვენებს. მოთხოვნის შემცირების ფონზე რიგმა მსხვილმა კომპანიებმა პირველი კომენტარები უკვე გააკეთეს უძრავი ქონების ფასის კორექციაზე. რამდენად რეალისტურია ფასების კლება, როგორია ბაზარზე მოლოდინები?

სტუმარი: ნიკოლოზ მეძმარიაშვილი - m²-ის გენერალურ დირექტორი;
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები