საბანკო სექტორი ელის, რომ წელს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნელი ტემპებით გაგრძელდება, ხოლო გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა წლის მეორე ნახევარში დაიწყებს შერბილებას. საფინანსო სექტორში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ევროპაში განაკვეთების შემცირებას გავლენა საქართველოზეც ექნება, თუმცა ჯერჯერობით უჭირთ პროგნოზი, სავალუტო სესხები ადგილობრივ ბაზარზე როდის შეიძლება გაიაფდეს.