მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიანის ხელისუფლებამ 4.4 ტონა კოკაინი ამოიღო

გაიანა / ციხე

გაიანის ხელისუფლების ნარკოდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დამალული 4.4 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი. დანიშნულების ქვეყანა გაიანის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ცნობილია, რომ ამოღებული ნარკოტიკების ჯამური ღირებულება $194 მილიონია.

კრიმინალები კოკაინს მიწის ორმოებში ინახავდნენ, რომელთაც ხით ავსებდნენ, ხოლო ზემოდან მცენარეებს ამრავლებდნენ. ნარკოტიკები, როგორც გითხარით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, არალეგალურად მოწყობილ ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ინახებოდა, ხოლო სადისტიბუციო ჰაბამდე ტრანსპორტირება მდინარით იგეგმებოდა. კოკაინთან ერთად გაიანის პოლიციამ იარაღიც ამოიღო, მაგრამ ამ საქმესთან მიმართებით, ამ დრომდე, არავინ არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები